უკრაინის შს სამინისტრომ დაშავებულთა შესახებ ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო უმაღლეს რადასთან ორშაბათს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულთა შესახებ ბოლო მონაცემებს აქვეყნებს. ამ შეტაკებების შედეგად 141 ადამიანი დაშავდა, 1 კი დაიღუპა. ამის თაობაზე ფეისბუქში შს სამინისტროს პრესმდივანმა არტიომ შევჩენკომ დაწერა.
„141 დაშავებულიდან 131 მილიციელი და გვარდიელია, მათ შორის 10 მძიმე მდგომარეობაშია. დაკავებულია 18 პირი, ხოლო 13 გათავისუფლებულია“, – ნათქვამია ამ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ კიევში, უმაღლესი რადას შენობასთან მომიტინგეთა და მილიციელებს შორის შეტაკება ორშაბათს მოხდა. მომიტინგეები რადაში უკრაინის დეცენტრალიზაციის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებდნენ. მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სამართალდამცველების მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა. აფეთქების შედეგად ერთი გვარდიელი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები