აშშ-მ ლატვიაში ორი უპილოტო საფრენი აპარატი გააგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლატვიაში ორი უპილოტო საფრენი აპარატი განათავსა. ეს არის „დაწყნარების ევროპული ინიციატივის“ (European Reassurance Initiative) ნაწილი, რაც ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებისთვის უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე მათი უსაფრთხოების მხარდაჭერის მანიშნებელია. „უნიანის“ ინფორმაციით, ლატვიაში ასევე ამერიკიდან 70- კაციანი პერსონალი ჩავიდა, რომლებიც ქვეყანაში 15 სექტემბრამდე გაჩერდებიან. მომდევნო 4 წლის მანძილზე პენტაგონმა მსოფლიოს კრიზისულ რეგიონებში უპილოტო აპარატების გამოყენება უფრო ინტენსიური უნდა გახადოს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ კონფლიქტის ზონებში შესაძლო დარტყმების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება გაუმჯობესდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები