ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის შანდუნის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო DPA იუწყება. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ტანცზინის პორტის საწყობში 12 აგვისტოს აფეთქებათა სერიის შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა. 23 ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.