თურქეთის საჰაერო ძალებმა, კოალიციის ავიაციასთან ერთად, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები პირველად დაბომბეს

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, კოალიციის ქვეყნების ავიაციასთან ერთად, პირველად დამბომბეს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები სირიაში. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„ჩვენ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო სამიზნეებს ავიადარტყმები მივაყენეთ. ეს შენაერთები ჩვენს ეროვნულ უშიშროებას საფრთხეს უქმნიან. ტერორიზმთან ბრძოლა თურქეთისთვის უპირველესი ამოცანაა და ის მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. თურქეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 24 აგვისტოს აშშ-თან გაფორმდა ხელშეკრულება თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მონაწილეობის შესახებ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები