ერაყში „ისლამურმა სახელმწიფომ“ 120 „ბოევიკი“ სიკვდილით დასაჯა

„ისლამური სახელმწიფოს“ 120 „ბოევიკი“ ერაყში სიკვდილით დასაჯეს. ისინი გადატრიალების ორგანიზებასა და ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის აბუ ბაკრ ალ ბაგდადის ჩამოშორების მცდელობაში დაადანაშაულეს. ეს ინფორმაცია ერაყის არხმა „ას-სუმარიამ“ გაავრცელა.
როგორც ტელეარხს „ქურთთა დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელმა საიდ მამუზინიმ შეატყობინა, 122 „ბოევიკი“, მათ შორის 18 საველე მეთაური მოსულის ერთ-ერთ ციხეში დახვრიტეს.
ამ ადამიანებს  ნაიავას პროვინციაში“ისლამური სახელმწიფოს“ ხელისუფლებისგან ჩამოშორება, ამ ორგანიზაციისგან მისი გამოყოფა და შემდეგ სირიის ქალაქ რაკასკენ დაძვრა ჰქონდათ გადაწყვეტილი. „ქურთთა პარტიის“ წარმომადგენელთა ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოსგან“ განდგომილმა “ბოევიკებმა“ ამ ოპერაციის დაწყება კვირას დაგეგმეს, მაგრამ ორი დღით ადრე რამდენიმე მათგანი დააკავეს და მათ ამ გეგმების შესახებ ინფორმაცია გასცეს.
მამუზინის ინფორმაციით, ბოლო დროს „ისლამურ სახელმწიფოში“ სულ უფრო თვალსაჩინო ხდება შიდა განხეთქილება, რასაც ათობით ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. ტერორისტულ დაჯგუფებაში ბრძოლა ფულის, ძალაუფლებისა და გავლენისთვის მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები