ესპანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ სარაგოსას მახლობლად, პიროტექნიკის ფაბრიკაში მოხდა.
ესპანური მედიის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. ამ დროისთვის უსაფრთხოების ზომების გამო ფაბრიკის ტერიტორია სამართალდამცველებმა შემოსაზღვრეს. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები