ჟურნალისტისა და ოპერატორის მკვლელის სახლში ლგბტ დროშა და სექს-სათამაშოები იპოვეს
ვესტერ ლი ფლენაგანის სახლში, რომელმაც WDBJ7-ის ჟურნალისტი ელისონ პარკერი და ოპერატორი ადამ უორდი პირდაპირი ჩართვის დროს მოკლა, ლგბტ დროშა და სექს- სათამაშოები იპოვეს. პოლიციამ მის საცხოვრებელში კატების ბინადრობის დამადასტურებელ კვალსაც მიაგნო. თავად ცხოველები კი ვერ აღმოაჩინეს – ფლენაგანმა თვითმკვლელობის წინ დაწერა, რომ კატები მანამდე დახოცა, ვიდრე ტელევიზიის თანაშრომლების მოსაკლავად წავიდოდა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ვირჯინიის შტატის ქალაქ მონეტაში ოთხშაბათს დილით მოხდა.
შეიარაღებულმა მამაკაცმა ტელერხ WDBJ7-ის გადამღები ჯგუფის 24 წლის ჟურნალისტი ელისონ პარკერი და 27 წლის ოპერატორი ადამ უორდი პირდაპირი ჩართვის დროს მოკლა. მკვლელობა იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტები ადგილობრივი თანამდებობის პირისგან ვიკა გარდნერისგან ინტერვიუს იღებდნენ. მკვლელის ამოცნობა იმ კადრებით გახდა შესაძლებელი, რომელიც მიწაზე დაცემამდე ვიდეოკამერამ დააფიქსირა.