ავღანეთში 124 მოსწავლე გოგონა მოწამლეს
124 მოსწავლე გოგონა ჰერათის პროვინციის ერთ-ერთ სკოლაში ტოქსიკური გაზის მოწამვლის შემდეგ საავადმყოფოში მოათავსეს. რაიონის გუბერნატორმა მოსწავლეების მოწამვლაში „სახელმწიფოს მტრები“ დაადანაშაულა, რომლებიც ბავშვების მიერ განათლების მიღების წინააღმდეგ გამოდიან. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამჟამად პოლიცია მომხდარის დეტალებს იძიებს.
ავღანეთის ტერიტორიაზე რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება “თალიბანი“ მოქმედებს. ხელისუფლებაში ამ მოძრაობის ყოფნის პერიოდში, 1996-დან 2001 წლამდე, თალიბებმა გოგონებსა და ქალებს განათლების მიღება და მუშაობა აუკრძალეს.