„სომხეთის ელექტროქსელებმა“ აუდიტზე კონკურსის ჩატარება გამოაცხადა
სააქციო საზოგადოება „სომხეთის ელექტროქსელებმა“ კომპანიისთვის სააუდიტო მომსახურებაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. აუდიტის ჩატარების პერიოდია 3 თვე, ხოლო საკონკურსო განაცხადები 2015 წლის 30 სექტემბრამდე უნდა იყოს წარმოდგენილი. აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება სომხეთის პრეზიდენტმა 17 ივნისს მიიღო. მანამდე საზოგადოებრივი მომსახურების კომისიამ 1-ლი აგვისტოდან ელექტროენერგიის ტარიფის 16,7%-ით გაზრდის შესახებ განაცხადა.
ამ ფაქტმა სომხეთის მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. ის მასშტაბურ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. ერევნის ცენტრში პოლიციის მიერ დემონსტრანტების დარბევის შემდეგ აქციებმა კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი ხასიათი მიიღო.
პოლიციამ ბაგრამიანის გამზირის გათავისუფლება და მოძრაობის აღდგენა მხოლოდ 6 ივლისს მოახერხა. მას წინ უძღოდა შეთანხმება „სომხეთის ელექტროქსელებში“ აუდიტის ჩატარების შესახებ.