ყირგიზეთი დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
ყირგიზეთი დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1991 წლის 31 აგვისტოს ყირგიზეთის უმაღლესი საბჭოს სესიამ მისი დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო. ამ დოკუმენტის მიხედვით, ყირგიზეთი დამოუკიდებელ, სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. 31 აგვისტო – ყირგიზეთის მთავარი სახელმწიფო დღესასწაულია. ეს დღე უქმეა და მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებების გამართვა იგეგმება. ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს ეს დღე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა უკვე მიულოცა.