კიევის უმაღლეს რადასთან მომხდარი აფეთქების შედეგად ჟურნალისტები დაშავდნენ – ვიდეო

უკრაინის „მე-5 არხის“ და „ТСН“-ის ჟურნალისტები კიევში, უმაღლესი რადას შენობასთან ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდნენ. ამის შესახებ LifeNews იუწყება.
ბოლო ინფორმაციის მიხედვით, ორი ადამიანი დაიღუპა და 100-დე დაიჭრა. აქედან ოთხი კრიტიკულ მდგომაროებაში იმყოფება. უცნობმა პირმა შეკრებილებში ხელყუმბარა შეაგდო.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ნაციონალური გვარდიის ერთ-ერთი მებრძოლი დაიღუპა. მან გულის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღო. ამის შესახებ ცნობა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა გაავრცელა.
დაპირისპირება უმაღლესი რადას შენობასთან უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვას მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს პარლამენტის შენობაში შეჭრა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით კვამლის ყუმბარებს ისვრიან. ამ დროისთვის დაკავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები