კიევში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა
სულ მცირე ერთი სამართადამცველი დაიღუპა კიევში უმაღლესი რადას შენობასთან მომიტინგეებს და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად. ეს ინფორმაცია კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, მთლიანობაში ამ დაპირისპირების შედეგად 100 პოლიციელი დაშავდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ფეისბუქში დაწერა, რომ პოლიციელები მათი მიმართულებით ნასროლი ასაფეთქებელი მოწყობილობების შედეგად დაიჭრნენ. ავაკოვმა მომხდარზე პასუხისმგებლობა პარტია „სვობოდას“ დააკისრა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელების მიმართულებით ხელყუმბარების მსროლელი უკვე დაკავებულია. მას რამდენიმე ხემყუმბარა, მათ შორის განსაკუთრებული სიძლიერის „ფ-1“-ის ტიპის ყუმბარა აღმოაჩნდა. ავაკოვის თქმით, მთლიანობაში დაკავებულია 30-მდე პირი და „ეს პროცესი გაგრძელდება“.
უკრაინის რადასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქვეყნის კონსტიტუციაში დეცენტრალიზაციის შესახებ ცვლილებებს აპროტესტებენ.