ეკა მიშველაძე: ერთი ვიცი ზუსტად, რომ გავთხოვდი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ტოქშოუს დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სამსახურში ვარ. დღეს გამოვედი პირველად. ასე ყველამ ყველაფერი როგორ იცის, ჩემ გარდა! უი, ხო, ერთი ვიცი ზუსტად, რომ გავთხოვდი“, – წერს მიშველაძე.
ცნობისთვის: ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის ტოქშოუ „პირველი სტუდია“ დაიხურა. აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა არხის დირექტორის პირველმა მოადგილემ თამაზ ტყემალაძემ. ტყემალაძის თქმით, ინფორმაციას მასთან არ მიუღწევია, თუმცა დასძინა, რომ ხვალ თათბირი იგეგმება, სადაც შესაძლოა, აღნიშნულ საკითხზე იყოს საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები