ზუგდიდში ბიზნესმენმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა

ზუგდიდში ბიზნესმენმა რუზგენ ჩუხუამ ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
როგორც „კვირას“ მუნიციპალიტეტში განუმარტეს, მძიმედ დაჭრილი ბიზნესმენი ზუგდიდის საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. შემთხვევა დღეს მოხდა .
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, დაჭრილი რუზგენ ჩუხუა ავტომანქანაში აღმოაჩინეს. მას წლების განმავლობაში საკუთარი ლომბარდი ჰქონდა.
რამდენიმე წლის წინ, კი ზუგდიდის ცენტრში ფოსტის ყოფილი შენობის ნაწილი შეისყიდა. იგი კერძო ბიზნესით იყო დაკავებული და მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებდა.
აღნიშნულის შესახებ „კვირა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტთან დაკავშირებით მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები