კიევში აფეთქების შედეგად 15 სამართალდამცველი დაშავდა
კიევში, პარლამენტის შენობასთან აფეთქების შედეგად 15-მა სამართალდამცველმა ჭრილობა მიიღო, მათ შორის 7 მძიმედ დაშავებულია. თვითმხილველების თქმით, უცნობმა პირმა შეკრებილებში ხელყუმბარა შეაგდო.
პარლამენტის შენობასთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიმართულებით ხშირად კვამლის ყუმბარებს ისვრიან – მოედანი კვამლით არის დაფარული.
უმაღლეს რადასთან შეკრებილმა პირებმა შტურმი მას შემდეგ სცადეს, რაც კონსტიტუციაში უკრაინის დეცენტრალიზაციის შესახებ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ გაიგეს.
მანამდე 3 ათასამდე მომიტინგემ, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებდნენ, უმაღლეს რადასთან მოძრაობა გადაკეტეს. გარდა ამისა, „რადიკალური პარტიის“ წევრებმა რიგგარეშე სხდომამდე რადას პრეზიდიუმი დაბლოკეს, რათა ქვეყნის ძირითად კანონში დაგეგმილი ცვლილება არ დაუშვან.