რუსეთი ნიუ-იორკიდან შვეიცარიაში გაეროს ოფისის გადატანას მოითხოვს
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იგორ ზოტოვმა გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს აშშ-დან ამ ორგანიზაციის ოფისის რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში გადატანის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ რუსული გაზეთი „იზვესტია“ წერს.
„ამ გადაწყვეტილების დადებითი მხარე სრულიად ნათელია: ეს საშუალებას მოგვცემს, გაეროს როლს თანამედროვე მსოფლიოში ახლებურად შევხედოთ, ორგანიზაციის ფუნდამენტური რეფორმირების საკითხს აქტუალურს გახდის, ახალ რელობებთან მის ადაპტირებას ხელს შეუწყობს“, – აცხადებს ზოტოვი. მისი აზრით, შესაძლებელია გაეროს შტაბ-ბინის შვეიცარიაში გადატანა.
დღეს კი, ზოტოვის აზრით, ვაშინგტონს შესაძლებლობა აქვს, გენერალურ ასამბლეაზე დელეგატები „შერჩევითი გზით“ დაუშვას.
ეს საკითხი რუსეთში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინა მატვიენკოს, ვაშინგტონის მხრიდან რუსი მაღალჩინოსნების მიმართ დაწესებული სანქციების გამო, აშშ-ის ვიზა არ მისცეს. ამის შემდეგ რუსი დეპუტატების დელეგაციამ სრული შემადგენლობით აშშ-ში გამგზავრებაზე უარი განაცხადა.