ნავთობი ისევ გაიაფდა

ლონდონისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე ვაჭრობის შედეგად ნავთობის ფასმა ისევ დაიწია. ეს ფაქტი მისი ორკვირიანი გაძვირების შემდეგ დაფიქსირდა. Brent-ის ტიპის ნავთობზე ოქტომბრის ფიუჩერსის ფასი ბარელზე 49,08 დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იუწყება. პარალელურად, ნიუ-იორკის ბირჟაზე WTI-ის ნავთობის ფასმა 44,45 დოლარამდე დაიწია.

გასულ კვირას ნავთობის გაძვირებას სპეციალისტები 2009 წლიდან „ყველაზე მასშტაბურს“ უწოდებენ. ის 24 აგვისტოს ნავთობის მკვეთრი დაცემის შემდეგ მოხდა, როდესაც „შავი ოქროს“ ფასი 40 დოლარამდე შემცირდა.

Bloomberg-ის ექსპერტების აზრით, ნავთობის ფასის რყევები ჩინეთის ხელისუფლების მიერ საკუთარი ეკონომიკის მხარდაჭერის მზაობის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებით არის გამოწვეული. მოგეხსენებათ, ჩინეთის საფონდო ბირჟებზე ბოლო 15 წლის განმავლობაში რეკორდული კლება დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები