ნატომ და უკრაინამ შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები დაიწყეს
უკრაინამ და ნატომ დღეს ოდესის და ნიკოლაევის ოლქების ტერიტორიაზე, ასევე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამხედრო-საზღვაო წვრთნები – Sea Breeze დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმღვანელობა ავრცელებს. მანევრები 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.
წვრთნებში მონაწილეობენ აშშ-ის, ბულგარეთის, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, შვედეთის, თურქეთის და მოლდავეთის წარმომადგენლები. წვრთნებში, საერთო ჯამში, 2,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 150 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, აქედან ცხრა სამხედრო ხომალდი, ორი წყალქვეშა ნავი, და 8 ვერტმფრენი მონაწილეობს.