უსურიისკში წყალდიდობის შედეგად ზოოპარკში ცხოველები დაიღუპნენ

რუსეთის ქალაქ უსურიისკში, სადაც წყალდიდობა მოხდა, ზოოპარკში ცხოველები დაიხოცნენ. მდინარე რაზდოლნაიას დონემ დაახლოებით ერთნახევარი მეტრით აიწია. სპეციალისტების აზრით, მან შეიძლება კიდევ ნახევარი მეტრით მოიმატოს.
მცირე ზომის ცხოველების ევაკუაცია მოხერხდა, მაგრამ დიდი ცხოველების, განსაკუთრებით კი მტაცებლების გასაყვანად სპეციალური ტექნიკაა აუცილებელი.
ზოოპარკის მობინადრეთა კიდევ ერთი პრობლემა გალიების გასაღების დაკარგვა გახდა. ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში მეპატრონეებს ტელეფონით ვერ უკავშირდებიან.
წყალდიდობა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ტაიფუნმა „გონიმ“ გამოიწვია. ამის გამო რეგიონში 2 თვის ნალექი მოვიდა. წყალდიდობის შედეგად, საერთო ჯამში, უსურიისკის ოლქის რვა დასახლებული პუნქტი დაიტბორა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები