რუსეთის ქალაქებში სექტემბერში შენგენის ვიზების გაცემა შეფერხდება
რუსეთის ფედერაციის ქალაქებში სექტემბერში შენგენის ვიზების გაცემა შეფერხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტოები ავრცელებენ.
ოფიციალური ცნობით, ამის მიზეზი ბიომერიულ სისტემაზე გადასვლაა. სწორედ ამის გამო, 11 სექტემბრამდე სავიზო ცენტრების ნაწილი დოკუმნეტებს აღარ მიიღებს. ბიომეტრიულ სისტემაზე გადასვლა 14 სექტემბრიდან იგეგმება.