ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია
ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსის მე-5 სართულიდან ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
დაშავებული არასრულწლოვანი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, ბავშვის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. პატარას სამი ნეკნი აქვს მოტეხილი და ფილტვის დაჟეჟილობა აღენიშნება.
შემთხვევა გუშინ ღამით ქუთაისის გარეუბანში მოხდა, სადაც ბავშვი მშობლებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებისას შენობის მეხუთე სართულზე ბავშვმა ხელით სცადა ლიფტის კარების გაღება და ამ დროს ის შახტაში ჩავარდა. მშობლებმა მისი დახმარება ვერ მოასწრეს.