როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში
შემდეგი სამი დღის განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს და დათბება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს.
მათი ცნობით, 30 აგვისტოს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
დასავლეთ საქართველოში ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში – 32 გრადუსამდე. თბილისში კი, 30 გრადუსი დაფიქსირდება, ასევე, დედაქალაქში, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მცირე წვიმა.
რაც შეეხება 31 აგვისტოს ამინდის პროგნოზს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დღის მეორე ნახევარში, მცირე წვიმაა მოსალოდნელი. თუმცა, ჰაერის თბილი ტემპერატურა შენარჩუნდება.
კერძოდ, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 28 გრადუსი იქნება; აღმოსავლეთ საქართველოში – 29 გრადუსი; თბილისში კი, 27 გრადუსი.
პირველ სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა ჰაერის თბილი ტემპერატურა შენარჩუნდება.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსი. დღის მეორე ნახევარში კი, ხანმოკლე წვიმა ელჭექით; აღმოსავლეთ საქართველოში – 28 გრადუსი და ძირითდად, მზიანი ამინდი; თბილისში კი, ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსი იქნება.