ლიფტი, სადაც 3 წლის ბავშვი ჩავარდა, ტექნიკურად გაუმართავი იყო

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც 3 წლის ბავშვი ლიფტში ჩავარდა, ადგილობრივი მაცხოვრებლები ლიფტის ტექნიკურ გაუმართაობაზე საუბრობენ.

როგორც ისინი აცხადებენ, მათ ლიფტის შესაკეთებლად ხელოსანი არაერთხელ მიიყვანეს, თუმცა ლიფტის შეკეთება მაინც ვერ მოხერხდა.

,,რამდენიმე თვის წინ გვქონდა პრობლემა, პატარა ბავშვი კინაღამ ჩავარდა შახტაში. გამოვიძახეთ ხელოსანი და გააკეთა ლიფტი, თუმცა, როგორც ჩანს, კარგი გაკეთებული არ არის. ხშირად ლიფტის კარები ისე იღება, რომ ლიფტი მოსული არ არის და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ჩავარდეს შახტაში”, – აცხადებენ თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებელები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ მაღალსართულიანი კორპუსის ლიფტში 3 წლის ბავში ჩავარდა. შემთხვევის დროს მცირეწლოვანის გვერდით მამაც იმყოფებოდა.
დაშავებული ბავშვი ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სამი ნეკნი აქვს მოტეხილი და მას დაჟეჟილობა აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები