ქუთაისში სამი წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე სამი წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა.
მცირეწლოვანი, მშობლებთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა. მან ლიფტის კარი შემთხვევით გააღო რა დროსაც ჩავარდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კარი დიდი ხნის დაზიანებულია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მოსახლე შემთხვევით გადაურჩა.
არასრულწლოვანი ბავშვთა საავადმყოფოში რჩება. მას დაჟეჟილობა და სხვადასხვა სახის მოტეხელილობები აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები