თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. კომპანია “თელასის” ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონში, ქუთათელაძის, თაბუკაშვილის, ბროსეს და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში, ქეთევან წამებულის, წინანდლის, კასპის, კობარეთის, ახმეტის და თელავის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგების მიწოდებაში შეზღუდვები იქნება 31 აგვისტოსაც.
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში პოლიტკოვსკაიას და სანდრო ეულის ქუჩების მცხოვრებლებს
11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტრო ენერგია შეიზღუდება ბალანჩივაძის, დოლიძის, ლიხაურის, ჩოქოვანის და საირმის ქუჩების მცხოვრებლებისათვის.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონში ჩიტაძის, ლერმონტოვის, ქიქოძის, იაშვილის, მაჩაბლის, ამაღლების, კოჯრის და ლეონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 15:00 სათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება სამგორის რაიონში ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, თრიალეთის, ხომლელის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა იქნება სამხედრო დასახლების და ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლებისათვის.
11:00 სათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონში ზღვისუბნის დასახლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, რომელაშვილის და ავშნის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა იმოქმედებს ვაკის რაიონში გალის, გოგებაშვილის, შანიძის, თერგის, პეტრიაშვილის და ბაშალეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებისათვის.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ჯიქიას, ხარაბაძის, ანდღულაძის, ქობულაძის, ჩოჩუას, წულუკიძის, ბოგდან ხმელნიცკის, კობცოვის, ბუკისციხის, ივერიელის, ტატიშვილის და კაკაბეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მირცხულავას, სამტრედიის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონში არაგვისპირელის, ტერენტი გრანელის, ქვლივიძის, ვერჰარნის და ხიმშიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.