ავარია კახეთში – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

 კახეთის სოფელ მილაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ოპელის“ ტიპის მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ავარიის შედეგად „მერსედესის“ მძღოლი გარდაიცვალა, „ოპელში“ მჯდომი ორი ქალბატონი და მძღოლი კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დანიშნულია ექპერტიზა, რის შემდეგაც შემთხვევის გამომწვევ მიზეზში ბრალეული მხარე გამოიკვეთება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები