დავით სერგეენკო: არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს

დამერწმუნეთ, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს სოფელ აძვში დაფიქსირებული ყირიმ-კონგოს ვირუსის შემთხვევის კომენტირებისას განუცხადა.
დავით სერგეენკომ განმარტა, რომ სპეციალისტები პაციენტის გამოსაკვლევად სოფელში უკვე წავიდნენ.
“საქართველოში წლის განმავლობაში ყირიმ-კონგოს ცხელების 5-დან 7 შემთხვევამდე ფიქსირდება. ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები მომზადებულები არიან და ყველა შემთხვევაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. დამერწმუნეთ, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ ხაშურის რაიონის სოფელ აძვიდან თბილისში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ერთი პირი გადმოიყვანეს, თუმცა მას აღნიშნული დაავადება არ დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები