მოსახლეობის სათბობი რესურსით მომარაგებისთვის შემუშავებული გეგმა საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში საშეშე რესურსით სოფლის მოსახლეობის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაზე იმსჯელეს.
მინისტრის მოადგილე, ბესარიონ აბაშიძე შეხვედრის მონაწილეებს, კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე ესაუბრა, რაც ტყის რესურსებზე ზეწოლის შემცირებასა და მოსახლეობის სათბობი რესურსით მომარაგებას უზრუნველყოფს.
სამოქმედო გეგმა დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.
ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში შეხვედრას ენერგეტიკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები