ჩხოროწყუში  საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის ბიზნესფორუმი გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნესპარტნიორების დაინტერესებისა და ინფორმირების მიზნით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ბიზნესფორუმი ,,ჩხოროწყუ 2015“ გაიმართა.

ფორუმი ადგილობრივ ბიზნესსა და მთვარობას შორის კონსტრუქციული დიალოგისთვის თანამედროვე პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მნიშნელოვანი საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია.

ფორუმს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული, ლევან შონია, ჩხოროწყუს გამგებელი, დავით გოგუა და ბიზნეს სექტორის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ოთარ დანელიამ ბიზნესფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის დარგის, როგორც ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და დარგის განვითარების კუთხით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

ოთარ დანელიამ სახელმწიფო პროგრამების – “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტი, “საწარმოთა თანადაფინანსების” პროექტი, პროგრამა “აწარმოე საქართველოში” – ფარგლებში სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში დაფინანსებული საწარმოების პრეზენტაციაც წარადგინა. მინისტრმა სოფლის მეურნეობის კუთხით საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას 21 საინვესტიციო პროდუქტი გააცნო.

ბიზნესფორუმზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ლევან შონიამ რეგიონის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, რამდენიმე ბიზნესპროექტი უკვე ხორციელდება.

ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ფორუმის მონაწილეებს საკუთარი ხედვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გააცნეს.

ფორმუმზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რამდენიმე საინვესტიციო შეთავაზება წარადგინეს. ასევე, საინვესტიციო პროექტები წარმოადგინეს მეწარმეებმაც.

ფორუმის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენელებს შორის მუნიციპალიტეტის განვითარების მთავარ საკითხებზე ღია დისკუსიაც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები