ოზურგეთში ფეხით მოსიარულეს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა

ოზურგეთში, გმირთა მოედანზე ახალგაზრდა ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალბატონი გზაზე გადადიოდა. მან მსუბუქი დაზიანება მიიღო, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის. ქალბატონი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები