მარიამობასთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს
სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს
წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნტერესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.
მსახურების დასასრულს პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს მიულოცავს.
სიონში მსახურებაზე დასასწრებად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. მთავრობის მეთაურისთვის ტაძარში, მარცხენა მხარეს სპეციალური ადგილია გამოყოფილი და იქ უკვე სკამები დადგეს.