ხანძრის შედეგად ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოში სოფელ იაკობაძეებში, ბეგლარ იაკობაძის ხუთსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
ხანძრის შედეგად სახლთან ერთად მთლიანად დაიწვა დამხმარე შენობები, პირუტყვი და განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მხოლოდ მცირე დამწვრობა აღენიშნება ოჯახის ერთ-ერთ წევრს.
ხულოს გამგეობა იაკობაძეების ოჯახს 5 ათას ლარს გადასცემს, მათ ფინანსური დახმარება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდანაც გაეწევათ. ამ დროისთვის, დაზარალებულები თავს ახლობლებს აფარებენ. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები