განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “კვირა” სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ახალი სასწავლო წელი 14 სექტმბერს დაიწყება! საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ 2015-2016 სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება და არ შეესაბამება სიმართლეს რიგი მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია სწავლის გადადების თაობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.