იმერეთში ნადირობის წესების დარღვევის 3 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს. სამივე შემთხვევა სამტრედიის რაიონის სოფელ პატარა ეწერში დაფიქსირდა.
მოქალაქეები, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობდნენ მათზე დარეგისტრირებული იარაღით და დაწესებული მოსაკრებლის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე.

დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

გარდა აღნიშული ფაქტებისა, ნადირობის წესების დარღვევის კიდევ ერთი შემთხვევა სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთშიც გამოვლინდა. მოქალაქე ფრინველების მოზიდვის მიზნით ნადირობდა ე.წ. მანოკის გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები