კახეთში სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ნოდარ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორი სოსო ოზაშვილი და ყვარლის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების გამგებლები. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში ლაგოდეხში, ყვარელსა და ახმეტაში 21 აგვისტოს მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენა – რეაბილიტაციის საკითხებზე იმსჯელეს. სტიქიის შედეგად სულ 1335 სახლის სახურავი დაზიანდა.
აქედან, დაახლოებით 600-600 სახლის სახურავია დაზიანებული ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ხოლო 135 ახმეტის მუნიციპალიტეტში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმ სახლების სახურავები, რომელთა დაზიანება 50%-ზე მეტია, მთლიანად გამოიცვლება, ხოლო თუ დაზიანება 50%-ზე ნაკლებია შესაბამისი მასალით შეკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები