თბილისში ყოფილი კიროვის ქარხანა დაიწვა

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე  ყოფილი კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლის ჩასაქრობად სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ, თუმცა ხანძარი იმდენად მასშტაბური იყო, მისი ლიკვიდაცია ბოლომდე ვერ მოხდა.
ცეცხლი ერისთავის პირველ ნომერში, ყოფილი კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე საწყობებში გაჩნდა და დაახლოებით 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. მთლიანად განადგურდა ლეიბების, რკინისა და ავეჯის სამი საამქრო.
შენობის საყრდენი კედელიც დაზიანდა და ცოტა ხნის წინ ტერიტორიიდან მოქალაქეები გამოიყვანეს.
ადგილზე 24 სახანძრო, 3 სამაშველო მანქანა და 120 მეხანძრე მუშაობდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებული მოქალაქეების თქმით, მათ მასშტაბური ზარალი მიადგათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები