ჰონდურასში ორსული გოგო ცოცხლად დამარხეს

ჰონდურასში ორსული გოგო ცოცხლად დამარხეს. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი იუწყება. 16 წლის ნეისი პერეზმა საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს სროლის ხმა გაიგო და მან გონება დაკარგა. ამის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამი საათის შემდეგ ექიმებმა მისი გარდაცვალება დააფიქსირეს. ნეისი საქორწილო კაბაში დაასაფლავეს, თუმცა მეორე დღეს გოგონა აზრზე მოვიდა, მან ყვირილი დაიწყო, კუბოს კედლებს ფხაჭნიდა და გათავისუფლებას ცდილობდა. უცნაურმა ხმებმა ნეისის მეუღლის ყურადღება მიიქცია, რომელიც სასაფლაოზე იყო მისული. რამდენიმე ნათესავთან ერთად მან სასახლე ამოთხარა, მაგრამ დააგვიანდა. გოგონა, რომელიც სამი თვის ორსული იყო, გარდაცვლილი იპოვეს. იმ ფაქტს, რომ ნეისი ნამდვილად ცოცხლად დამარხეს, მის ხელებზე აღმოჩენილი ჭრილობები ადასტურებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები