ქობულეთში, ზღვაში ჟურნალისტი დავით დევიძე დაიხრჩო

ქობულეთში, ზღვაში დამხვრჩვალი მამაკაცი ჟურნალისტი დავით დევიძეა. დავით დევიძე სხვადასხვა დროს, არაერთ მედიაგამოცემაში, ძირითადად პრესაში მუშაობდა. ის 50 წლის იყო.

დავით დევიძეს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მაშველებმა მამაკაცის ზღვიდან გამოყვანა მოახერხეს, თუმცა იგი უკვე გარდაცვლილი იყო. „კვირას“ ინფორმაციით, დავით დევიძის გაუჩინარების თაობაზე, 112-ში გარდაცვლილის მეუღლემ დარეკა, რომელიც ზღვის სანაპიროზე იმყოფებოდა. „კვირა“ გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები