საფრანგეთმა რუსეთს „მისტრალების“ სანაცვლოდ, 1 მილიარდი ევროს კომპენსაცია გადაუხადა

„მისტრალების“ სანაცვლოდ, საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის კომპენაციასთან დაკავშირებული საკითხი მოგვარებულია. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთს შესაბამისი თანხები სრული ოდენობით გადაერიცხა – ეს 1 მილიარდი ევროა“, – განუცხადეს სააგენტოს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

ამ ინფორმაციის მიხედვით, თანხაში არა მარტო ავანსის უკან დაბრუნება შედის, რომელიც „მისტრალების“ მშენებლობისთვის იყო გადახდილი, არამედ ამ გემების ეკიპაჟების მომზადებასთან და მასზე რუსული დანადგარების დაყენებასთან დაკავშირებული ხარჯები.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ფრანსუა ოლანდმა 2011 წლის შეთანხმება გააუქმეს, რომელიც რუსეთისთვის საფრანგეთის მიერ „მისტრალის“ ტიპის ორი ვერტმფრენმზიდის მიწოდებას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები