„როსკომნადზორმა“ ვიკიპედიას შეზღუდვები გაუუქმა
„როსკომნადზორმა“ ვიკიპედიაში გამოქვეყნებული სტატია ნარკოტიკის შესახებ აკრძალული სტატიების სიიდან წაშალა. ამჟამად საიტისადმი წვდომა თავისუფალია. ამის შესახებ ინტერნეტ-ენციკლოპედიის მიკრობლოგზე განთავსებულ ინფორმაციაშია მითითებული. „ეს შეტყობინება მულოდნელად მივიღეთ. მასში ნათქვამია, რომ „ვიკიპედია“ აკრძალული საიტების რეესტრიდან ამოღებულია“, – ნათქვამია „ვიკიპედიის“ ინფორმაციაში.
სკანდალი „ვიკიპედიის“ გარშემო სტატია „ჩარასის“ გამო ატყდა, რომელშიც ნარკოტიკების დამზადების რეცეპტია მითითებული. 24 აგვისტოს „ვიკიპედია“ რუსეთის მომხარებელთა ნაწილისთვის მიუწვდომელი გახდა. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვიკიპედიამ“ თავის საიტზე რუსეთის მომხმარებლისათვის ბლოკის მოხსნის ინსტრუქცია გამოაქვეყნა. ამის შემდეგ „როსკომნადზორმა“ ინტერნეტ-რესურსს შეზღუდვები გააუქმა.