საქართველოს საზღვართან, ართვინში წყალდიდობასა და მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა (ფოტოკოლაჟი)
თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ართვინის პროვინციაში ძლიერმა წვიმებმა მეწყერი გამოიწვია. Hurriyet-ის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 8 ადამიანი. თურქეთის ტყის და წყლის მეურნეობის მინისტრის ვეისელ ეროგლუს განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან წვიმები ამ რაიონში კიდევ 3 დღეს გაგრძელდება. ართვინის პროვინციაში შექმნილია ანტიკრიზისული ცენტრი, რომელიც მაშველების მუშაობის კოორდინაციას ახორციელებს. რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან საავტომობილო მიმოსვლა პარალიზებულია.