ტაიფუნი “გონი“ ფილიპინების შემდეგ იაპონიას დაატყდა თავს

ტაიფუნი „გონი“ ფილიპინების შემდეგ იაპონიას დაატყდა თავს. ფილიპინებზე ამ სტიქიურმა უბედურებამ 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, იაპონიაში ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებ. უამინდობის გამო იაპონიაში 470 ათასი აბონენტი დენის გარეშე დარჩა, 200-ზე მეტი ავიარეისი კი გადაიდო.

ყველაზე მეტად ტაიფუნის შედეგად ზარალი კაგოსიმას პრეფექტურამ განიცადა, რომელიც იაპონიის სამხრეთში მდებარეობს. ქარის სიჩქარე წამში 35-დან 50 მეტრამდე აღწევდა, ზოგ ადგილებში კი 70 მ/წ-ში უახლოვდება. ტაიფუნმა ზღვაზე შტორმი გამოიწვია, რის შედეგად საზღვაო მიმოსვლაც შეფერხებულია.

ოთხშაბათს ტაიფუნი, სავარაუდოდ, რუსეთის სანაპიროსაც მიუახლოვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები