ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 10 ბავშვი ემსხვერპლა
ავღანეთის ქალაქ ჰერათში გაზის ტერმინალზე მომხდარ აფეთქებათა სერიის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი დაიღუპა. ისინი იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში ცხოვრობდნენ, რომელიც გაზის საცავის სიახლოვეს იყო განთავსებული. აფეთქება ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქში ორშაბათს, გვიან საღამოს მოხდა. აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება – იყო ეს ტარაქტი თუ უბედური შემთხვევა.