თურქეთში გასზადენი ააფეთქეს

თურქეთში „ბოევიკებმა“, რომლებიც სავარაუდოდ ქურთთა მუშათა პარტიას ეკუთვნოდნენ, გაზსადენი ააფეთქეს. ინციდენტი თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში, ყარსის პროვინციაში მოხდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმაში 20-დე „ბოევიკი“ მონაწილეობდა. თავდასხმის სხვა დეტალები უცნობია. მას შემდეგ, რაც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქურთთა პოზიციებზე ერაყსა და სირიაში იერიში მიიტანეს, ამ ქვეყანაში მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. ქურთთა მუშათა პარტიამ სამშვიდობო შეთანხმება ძალადაკარგულად გამოაცხადა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში თურქ სამხედროებზე მომხდარი თავდასხმების შედეგად ათობით პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები