„ვიკიპედიამ“ დაბლოკვის მოხსნის ინსტრუქცია გამოაქვეყნა
სერვისმა „ვიკიპედიამ“ გამოაქვეყნა ინსტრუქცია, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა აუარო „როსკომნადზორის“ ბლოკს. საიტის რუსულენოვან ვერსიაზე გამოქვეყნდა ტექსტი, რომელშიც ბლოკის ავლის ალგორითმია მითითებული. ასევე წერია, რომ „რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა ამ ეტაპზე ინტერნეტ-ცენზურის ავლის ამ საშუალებებს არ კრძალავს“.
მიზეზი, რომლის მიხედვითაც სერვისის ხელმძღვანელობამ ამ ინსტრუქციის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო, იმით აიხსნება, რომ ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე „ვიკიპედიის“ დაბლოკვის ალბათობა არსებობს.
რამდენიმე დღის წინ „როსკომნადზორმა“ კავშირგაბმულობის ოპერატორებს რუსულენოვანი „ვიკიპედიის“ დაბლოკვის განკარგულება მისცა, რომელშიც ნარკოტიკულ ნივთიერებაზე აკრძალული ინფორმაცია იყო განთავსებული. „საიტის ადმინისტრაციის მიერ ამ სტატიის სხვა url-მისამართზე გადაყვანამ მომხმარებლის წვდომა არ შეზღუდა იმ სტატიისადმი, რომელიც სასამართლომ აკრძალა“, – განაცხადეს „როსკომნადზორში“.