მამუკა არეშიძე: ოდესაში ქართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები სააკაშვილის მმართველობის პირობებშიც გადასარევად გრძნობენ თავს

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი ე.წ. „ზონდერბრიგადების“ მეთაური გია უდესიანი ოდესის წისქვილკომბინატის მფლობელია.
მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ გია უდესიანთან ერთად ამ წისქვილკომბინატში კიდევ სხვა კრიმინილური პერსონაჟები არიან ჩართული.
არეშიძე ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისა და კრიმინალური სამყაროს ურთიერთობებზეც საუბრობს.
„ქართული წარმომავლობის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ოდესაში არიან, სააკაშვილის მმართველობის პირობებშიც გადასარევად გრძნობენ თავს. გია უდესიანი, რომელიც საქართველოში ზონდერბრიგადების მეთაურად არის ცნობილი, ოდესის წისქვილკომბინატის მფლობელია! ბუნებრივია ამ წისქვილკომბინატიდან მარტო უდესიანი არ „ჭამს“ და ამ საქმეში კიდევ ბევრი კრიმინალური პერსონაჟია ჩართული. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი ოდესაში ისეთივე ზონდერბრიგადებს ქმნის, როგორებიც საქართველოში ჰყავდა, რადგან სააკაშვილს მასზე დამოკიდებული ფიზიკური ძალის გარეშე, მართვა ძალიან უჭირს! არსებობს ინფორმაცია, რომ ყოფილი სპეცრაზმელი, ეროვნებით მოლდოველი, ვინმე ორლიანში, რომელიც ამ ერთ თვის წინათ ოდესის ერთ-ერთ კაფეში ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, სააკაშვილის ზონდერი იყო და დანაშაულის ჩადენის შემდეგ უკრაინიდან გაიქცა! ორლიანშისნაირები სააკაშვილს ოდესაში ბევრი ეყოლება!“ – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები