უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობის 2 აგვისტოდან კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.
შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 313-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საომარი მდგომარეობა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ეს მე-20 შემთხვევაა, როდესაც პარლამენტმა რეჟიმის გაგრძელებას მისცა ხმა.