„თემურ უგულავამ თუ პოლიტიკური პარტია შექმნა, ეს „კანონიერი ქურდების“ პარტია იქნება“

„კვირის ქრონიკა“ ბიზნესმენ თემურ უგულავას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, 2016 წლის არჩევნებში, უგულავას მონაწილეობა მოსალოდნელია.
სანდო წყაროს თქმით, უგულავას ბიზნესში რამდენიმე „კანონიერი ქურდის“ ფული ტრიალებს, მათ შორის შაქრო კალაშოვისა და გია კვარაცხელიასი.
„საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, თემურ უგულავას პარტნიორები არაოფიციალურად იყვნენ და არიან „კანონიერი ქურდები“. ისინი მის ბიზნესკომპანიების დამფუძნებლებში არ ფიგურირებენ, მაგრამ უგულვას ბიზნესში მათი ფული ტრიალებდა და დღესაც ტრიალებს, შესაბამისად მოგებიდან წილი მისდით. ბუნებრივია, ამის აფიშირება არც კრიმინალებს აწყობთ და არც თავად უგულავას.
სანდო წყაროს თქმით, უგულავას ბიზნესში რამდენიმე „კანონიერი ქურდის“ ფული ტრიალებს, მათ შორის შაქრო კალაშოვისა და გია კვარაცხელიასი. ორივე ჯერ კიდევ თბილისში იმყოფებოდნენ, როდესაც უგულავასთან დაიწყეს ბიზნესი. უგულავა ახალგაზრდობაში სპორტით, ხელბურთეთ იყო დაკავებული და მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მანაც, როგორც მისი თაობის ბევრმა ნიჭირმა სპორტსმენმა, თავი გაანება სპორტს და ქუჩაში გადაინაცვალა. ის „კულინარიელებს“ დაუმეგობრდა, სწორედ იქ გაიცნო ირაკლი ალასანია“, – წერს გაზეთი “კვირის ქრონიკა“.
გამოცემის ინფორმაციითვე, უგულავას პირველი ბიზნესი სასტუმრო „აჭარა“ იყო, სადაც გარდაცვლილი მეგობრის, დათო ლოლაძის მამის წყალობით მოხვდა.
“იმ დროს სასტუმრო არ იყო მომგებიანი ბიზნესი და მან სამორინე გახსნა, რამაც სოლიდური მოგება მოუტანა მაშინ, როცა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატმა ბევრ ტოტალიზატორს მოუღო ბოლო, უგულავამ, მოგებულ თანხებზე გრაფიკი მოიფიქრა, ფულს ნაწილ-ნაწილ, კაზინოს მოგებუიდან უხდიდა და სამაგიეროდ დაკეტილი ტოტალიზატორების ფონზე მოგებული დარჩა… ცხადია, ხელისუფლების ლიდერებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ უგულავას სათამაშო ბიზნესში, მოსკოვში გადახვეწილი ქართველი ქურდების ფული ტრიალებდა, მაგრამ ხმას არავინ სცემდა, ამბობენ მერაბიშვილი მფარველობდაო.
თუმცა იმასაც ამბობენ, მერაბიშვილმა, არ იცოდა ბიზნესში კალაშოვის ფული რომ იყოო. ეს რომ გაიგო, უგულავას შეუთვალა, ძალიან ცუდია, „კანონიერი ქურდის“ ფული სკოლასა და საფეხბურთო აკადემიაში ტრიალებდეს, ეს რომ გასკდეს, შაქრო კალაშოვის სახელი რომ ამოტივტივდეს, შავ დღეში ჩავვარდებით, სასწრაფოდ გაისტუმრე კალაშოვი, მისი წილი ან შენ შეისყიდე, ან სხვამ იყიდოსო.
2009 წელს უგულავას ბიზნეს-პარტნიორმა „საქართველოს ბანკიდან“ 1 მილიონი სესხი აიღო და კალაშოვის წილი მან და უგულავამ გამოისყდა. იმ პერიოდში კაზინოებს მაგიდაზე ფიქსირებული 5 000 დოლარი ჰქონდათ დაკისრებული, მაგრამ ყველა მაგიდის ფულს არ იხდიდნენ. უგულავაც, სწორედ გადაუხდელობაში გამოიჭირეს და ოქრუშვილის ბიჭებმა ღამით წაიყვანეს მილიციაში, უგულავა გამომძიებელს არც კი დალაპარაკებია და ოქრუაშვილთან შეხვედრა მოითხოვა. მან 2 მილიონი დოლარი შესთავაზა თავისუფლების ფასად და 2 საათში უგულავა უკვე თავის კაზინოში იყო. წყაროს თქმით, უგულავამ 2 მილიონი ბიუჯეტში არ შეიტანა და სააკაშვილს მიუტანა, ამ თანხის გარდა მას ბონუსად ბათუმში ღია დისკო-კლუბი წაართვეს. 2007 წლიდან კი უგულავა მერაბ სამადაშვილმა ჩაახუტა მერაბიშვილს და ის მფარველობდა.
ამ ეტაპზე, თუ უგულავამ პოლიტიკური პარტია შექმნა, ეს იქნება „კანონიერი ქურდების“ პარტია, მინიმუმ, შაქრო კალაშოვი და გია კვარაცხელია იდგებიან ამ პარტიის უკან. რადგან პარტია უფულოდ არ იქმნება, უგულავამ ის ბიზნესიდან უნდა დააფინანსოს, მისი ყველა ბიზნესის, მათ შორის, „ჰოლიდეინ“-ის არაოფიციალური მეწილებიი კი ისინი არიან. მეტიც, უგულავაზე ვერ ვიტყვი, რომ კალაშოვის ან კვარაცხელიას ნება-სურვილზეა ჩამოკიდებული, მათთან მეგობრობს და საერთო ბიზნესი აქვს, მართალია, დიდი ავტორიტეტი და ძალა აქვთ, მაგრამ უგულავას თავზე ვერც ერთი ვერ ახტება. ის „კანონიერი ქურდების“ დაქირავებული მენეჯერი არ არის, ბიზნესში მათი ტოლ-სწორი და პარტნიორია. ამ კაცმა მათ 17 წელიწადში ათეულ მილიონობით დოლარი აშოვნინა“, – წერს „კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები