პირველად საუდის არაბეთის ისტორიაში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიენიჭათ

ამიერიდან საუდის არაბეთში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მათ არამხოლოდ ხმის მიცემა, არამედ საკუთარი კანდიდატურის წარდგენაც შეეძლებათ. დღესვე საარჩევნო კომისიამ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ეს ფაქტი ქვეყნის მიერ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და ხელისუფლებას ქალთა უფლებების კიდევ უფრო გაფართოებისკენ მოუწოდა. ადგილობრივი კანონის თანახმად, მუნიციპალური საბჭოს წევრების ნახევარს არჩევნების შედეგად ირჩევენ, ხოლო მეორე ნაწილს მონარქის მიერ წარდგენილი კადრებით აკომპლექტებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები