„საქართველოდან-ბელორუსში 80 კილო ჰეროინი „დაიჭირეს“ და ამიტომ გარბოდა მერაბიშვილი საქართველოდან „მაისურაძის“ გვარით“

 „მაისურაძის“ გვარით“ ადნან ხაშოგის ქალიშვილი თბილისში იყო ჩამოსული და ჩემი ინფორმაციით, მას პირადად შეხვდა სააკაშვილი. სააკაშვილის ხელისუფლებას კავშირი ჰქონდა ადნან ხაშოგის დაჯგუფებასთან, რომელიც ახლო აღმოსავლეთის სერიოზული კრიმინალური კარტელია, – ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამავე ინტერვიუში ექსპერტი მიხეილ სააკაშვილისა და ადნან ხაშოგის კავშირებზე საუბრობს.
„სააკაშვილი, როცა საქართველოს პრეზიდენტი იყო, ხშირად ჩადიოდა ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სადაც ვიქტორ ბუტისა და ადნან ხაშოგის კომპანიების შტაბბინები მდებარეობს. ადნან ხაშოგი არის მილიარდერი, არაბეთის მოქალაქე, რომელიც აშშ-ში პერსონა ნონ-გრადატად არის გამოცხადებული, რადგან იარაღის მსხვილი კონტრაბანდისტია. ხაშოგი იყო „ალ კაიდას“ ლიდერის უსაბამა ბინ ლადენი „შავი მოლარე“ და აგერეთვე იარაღით ამარაგებდა თალიბანს!
კიდევ ერთი ფაქტი მინდა შეგახსენოთ, 2013 წლის აპრილში ვანო მერაბიშვილი „ლევან მაისურაძის“ პასპორტით სომხეთში გარბოდა, თუმცა თბილისის აეროპორტში დააკავეეს. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ბელორუსში 80 კილო ჰეროინი „დაიჭირეს“ და გაირკვა, რომ ეს ნარკოტიკი საქართველოდან იყო შესული. აი სწორედ ამიტომ გარბოდა მერაბიშვილი საქართველოდან „მაისურაძის“ გვარით. მას შემდეგ, რაც ბელარუსში საქართველოდან შესული ჰეროინის პარტია ამოიღეს, გენერალური პროკურორის მოადგილე შეიმანი უცებ დაწინაურდა და პრეზიდენტ ლუკაშენკოს ადმინისტრაციის უფროსი გახდა. არსებობს ვარაუდი, რომ შეიმანმა, რომელიც მანამდე ბელორუსიის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და რომლთანაც ვანო მერაბიშვილს ახლო კონტაქტები ჰქონდა საქართველოდან შესული ჰეროინის პარტია შეგნებულად „დაწვა“, რათა ლუკაშენკოს თვალში ნდობა დაებრუნებინა და თანამდებობრივად კვლავ დაწინაურებულიყო. როგორც ჩანს, მერაბიშვილს შეეშინდა, რომ ყოფილი პარტნიორი შეიმანი მასაც გაშიფრავდა და ბელორუსში საქართველოდან შესულ 80 კილოგრამ ჰეროინთან ვანოს კავშირს გაამჟღავნებდა, რის გამოც სხვისი პასპორტით „საქართველოდან დათესვა“ მოინდომა!“ – აცხადებს ვახტანგ მაისაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

11940184_999726806716479_1889972409_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები